კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2026 წლის 21 ოქტომბერი · ეხება HomeGrab v1.0.20-ს და შემდეგ ვერსიებს;
შეცდომების ანგარიშები (§6) — v1.0.23-დან; cookies ნებართვა — v1.0.27-დან.
მოკლედ
- განცხადებების მონაცემები ინახება მხოლოდ შენს Google ცხრილში, შენსავე Google Drive-ზე. მისამართი, ფოტოები, მესაკუთრის ნომერი და აღწერა HomeGrab-ის სერვერზე არასოდეს იგზავნება.
- როცა გადატანა ან გამოქვეყნება ვერ ხერხდება, გაფართოება აგზავნის ტექნიკურ ანგარიშს, რომ შეცდომა გავასწოროთ (§6). პირადი მონაცემები მასში არ არის, და მისი გამორთვა პარამეტრებში შეგიძლია.
- HomeGrab-ის სერვერი ინახავს მხოლოდ იმას, რაც ანგარიშის, ტარიფისა და გადახდების სამართავადაა საჭირო — ზუსტი სია ქვემოთაა.
- ბარათის მონაცემებს ჩვენ ვერ ვხედავთ: გადახდა ხდება საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.
- მონაცემებს არ ვყიდით და რეკლამისთვის არ ვიყენებთ.
1. რა უფლებებს ითხოვს Google-ისგან
შესვლა ხდება Google-ის OAuth 2.0-ით. მოთხოვნილი უფლებები ზუსტად ოთხია:
| უფლება | რას ნიშნავს |
|---|---|
drive.file |
წვდომა მხოლოდ იმ ფაილებზე, რომლებიც თავად გაფართოებამ შექმნა — პრაქტიკაში ეს არის შენი „HomeGrab Tracker" ცხრილი. დანარჩენ Drive-ზე წვდომა არა აქვს. |
openid | შესვლის დადასტურება. |
profile | ანგარიშის საბაზისო პროფილი (სახელი). |
email | ელფოსტის მისამართი. |
2. Chrome-ის ნებართვები
გაფართოება ითხოვს შვიდ ნებართვას:
| ნებართვა | რისთვის |
|---|---|
identity | Google-ით შესვლა. |
storage | პარამეტრების შენახვა. |
alarms | ფონური ამოცანების განრიგი. |
notifications | გაფრთხილება, როცა შენი ჩარევაა საჭირო — მაგალითად, ss.ge-ის დრაფტის ფანჯარაზე. |
scripting | ფორმის შევსება ss.ge-სა და myhome.ge-ზე. |
tabs | ფორმის ჩანართის გახსნა და მდგომარეობის მიდევნება. |
cookies | შენი myhome.ge-ის შესვლის ქუქი-ფაილის წაკითხვა შენსავე ბრაუზერში, რომ MyHome-ის „ჩემი განცხადებების" სიიდან გავიგოთ, შენი რომელი განცხადება გამოქვეყნდა, და მისი ნომერი შენს Google ცხრილში ჩავწეროთ. ქუქი-ფაილი იგზავნება მხოლოდ MyHome-ის საკუთარ API-ზე (api-statements.tnet.ge), HomeGrab-ის სერვერზე არასოდეს, და არსად ინახება. |
3. სად მუშაობს და ვისთან უკავშირდება
გაფართოება ირთვება მხოლოდ ამ დომენებზე და სხვაგან არსად:
- ss.ge
- home.ss.ge
- static.ss.ge
- www.myhome.ge
- statements.myhome.ge
- api-statements.tnet.ge
- static-statements.tnet.ge
- static.my.ge
- *.googleapis.com
გარდა ამისა, ის უკავშირდება HomeGrab-ის სერვერს
(homegrab-api.usectl.com), ხოლო გადახდისას — საქართველოს ბანკის
გადახდის გვერდს.
4. განცხადებების მონაცემები
გადმოტანისას მუშავდება ის ინფორმაცია, რომელიც უკვე გამოქვეყნებულ განცხადებაშია: მისამართი, რაიონი, ფასი, ფართი, ოთახების რაოდენობა, აღწერა, ფოტოები და განცხადებაში მითითებული საკონტაქტო ნომერი. ეს მონაცემები იწერება შენს „HomeGrab Tracker" ცხრილში, შენსავე Google Drive-ზე, და HomeGrab-ის სერვერზე არ იგზავნება, გარდა შეცდომის ანგარიშის ტექნიკური ველებისა (§6).
შენ მიერ აკრეფილი აღწერის ტექსტი ინახება მხოლოდ შენს კომპიუტერში.
5. რას ინახავს HomeGrab-ის სერვერი
| რა | რატომ |
|---|---|
| Google ანგარიშის იდენტიფიკატორი, ელფოსტა და სახელი | შესვლა და ანგარიშის ამოცნობა. |
| მოწყობილობის შემთხვევითი იდენტიფიკატორი (იქმნება გაფართოების დაყენებისას; არ არის კომპიუტერის ან აპარატურის მონაცემი), გაფართოების ვერსია, ბოლო გამოყენების დრო | ერთ ანგარიშზე ერთი აქტიური კომპიუტერის წესი; განახლების შეხსენება. |
| როდის დაყენდა გაფართოება ამ კომპიუტერზე და გამოიყენებოდა თუ არა ფასიან ვერსიამდე (მხოლოდ თარიღები და „კი/არა") | უფასო საცდელი პერიოდის უფლების განსაზღვრა. |
| პარამეტრების ასლი: აგენტის სახელი, ფასის დანამატი, ფართის დამრგვალება, კეთილმოწყობის ნაკრები, ქალაქი, თემა | პარამეტრები სხვა კომპიუტერზეც რომ აისახოს. |
| საცდელი პერიოდის თარიღები, ტარიფი, მოქმედების ვადა, სტატუსი, დადასტურებული პირობების ვერსია | ტარიფის მართვა. |
| გადახდები: ბანკის შეკვეთის ნომერი, თანხა, სტატუსი, გადახდის მეთოდი, ბარათის ბოლო 4 ციფრი და მოქმედების ვადა, ბანკის დადასტურება (ბარათის სრული ნომრის გარეშე) | გადახდის დადასტურება, ავტომატური განახლება, თანხის დაბრუნება. |
| ანგარიშზე ადმინისტრატორის მოქმედებების ჟურნალი | უსაფრთხოება და დავების გარჩევა. |
რას არ ინახავს: განცხადებების შინაარსს (გარდა §6-ში ჩამოთვლილი ტექნიკური ველებისა), მესაკუთრეების ტელეფონის ნომრებს, ss.ge-ის ან myhome.ge-ის პაროლებს, ბარათის სრულ ნომერს, ათვალიერების ისტორიას.
6. შეცდომების ანგარიშები
როცა განცხადების გადატანა, ფორმის შევსება ან გამოქვეყნება ვერ ხერხდება, ან გაფართოებაში მოულოდნელი შეცდომა ხდება, გაფართოება HomeGrab-ის სერვერზე აგზავნის ტექნიკურ ანგარიშს. ის გამოიყენება მხოლოდ შეცდომების აღმოსაჩენად და გასასწორებლად. წარმატებული გადატანებიც აღირიცხება (საიტები, ეტაპი, შედეგი, ხანგრძლივობა და განცხადების ნომერი), რომ ვიცოდეთ, რამდენად ხშირია შეცდომა.
| რა იგზავნება | რატომ |
|---|---|
| რომელი საიტიდან რომელზე, რომელ ეტაპზე, შედეგი, ხანგრძლივობა და გადმოსატანი განცხადების ნომერი (ID) საიტზე | შეცდომის ადგილის დადგენა. |
| საიტის (ss.ge / myhome.ge) პასუხი: შეცდომის კოდი და ტექსტი | რა არ მიიღო საიტმა. |
| შევსებული ფორმის ტექნიკური ველები, მხოლოდ კოდები და რიცხვები: ქონებისა და გარიგების ტიპი, ქალაქის, რაიონისა და ქუჩის კოდი, ფასი, ვალუტა, ფართი, ოთახების რაოდენობა; ფოტოების რაოდენობა; რომელი ველები დარჩა ხელით შესავსები | შეცდომის გამეორება და გასწორება. |
| ss.ge / myhome.ge ანგარიშის ტიპი (მაგ. ფიზიკური პირი ან აგენტი) და აქტიური განცხადებების რაოდენობა | საიტის წესების ცვლილების აღმოჩენა. ანგარიშის სახელი, ელფოსტა ან ნომერი არ იგზავნება. |
| გაფართოების შეცდომის ტექსტი და კოდის ადგილი, ფორმაზე ვერ ნაპოვნი ველის სახელი, გაფართოებისა და Chrome-ის ვერსია, ოპერაციული სისტემა | გაფართოების შეცდომების გასწორება და საიტების ცვლილების დროზე შემჩნევა. |
| შენი HomeGrab ანგარიშისა და მოწყობილობის იდენტიფიკატორი (§5) | რომ შენს მიმართვაზე გიპასუხოთ, რა მოხდა კონკრეტულ განცხადებასთან. |
არასოდეს იგზავნება: მესაკუთრის სახელი და ტელეფონის ნომერი, შენი ტელეფონის ნომერი, აღწერის ტექსტი, ზუსტი მისამართი, კოორდინატები, ფოტოები, ss.ge-ის ან myhome.ge-ის შესვლის მონაცემები (ქუქი-ფაილები, ტოკენები). გაფართოება ამ მონაცემებს შლის გაგზავნამდე.
ვადა: ანგარიშები ინახება 90 დღე და შემდეგ იშლება. რჩება მხოლოდ შეცდომების ჯამური რაოდენობა, ანგარიშთან კავშირის გარეშე.
გამორთვა: ანგარიშების გაგზავნა ნაგულისხმევად ჩართულია. გამორთვა შეგიძლია გაფართოების პარამეტრებში („შეცდომების ანგარიშის გაგზავნა"). გამორთვის შემდეგ აღარაფერი იგზავნება, მათ შორის ის ანგარიშებიც, რომლებიც ჯერ არ იყო გაგზავნილი.
7. ვის ვუზიარებთ
- საქართველოს ბანკი — გადახდის დამუშავება. ბარათის მონაცემებს შეიყვან უშუალოდ ბანკის გვერდზე.
- usectl — ჰოსტინგი, სადაც HomeGrab-ის სერვერი და მონაცემთა ბაზა მუშაობს.
მონაცემებს არავის ვყიდით, რეკლამისთვის არ ვიყენებთ და მესამე მხარეს სხვა მიზნით არ გადავცემთ, თუ ამას კანონი არ მოითხოვს.
8. პაროლები
HomeGrab არასოდეს ითხოვს ss.ge-ის ან myhome.ge-ის პაროლს და არ ინახავს მას. ის მუშაობს იმ სესიაში, რომელშიც ბრაუზერში უკვე შესული ხარ.
9. შენახვის ვადა და წაშლა
ანგარიშის მონაცემები ინახება, სანამ ანგარიში აქტიურია, შეცდომების ანგარიშები — 90 დღე (§6). ანგარიშის წაშლა შეგიძლია მოითხოვო ელფოსტით: [email protected]. მონაცემებს წავშლით 30 დღის განმავლობაში, გარდა გადახდის ჩანაწერებისა, რომლებსაც ვინახავთ იმდენ ხანს, რამდენსაც საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს.
ცხრილი შენია — შეგიძლია ნებისმიერ დროს წაშალო Google Drive-იდან. Google-ის წვდომის გაუქმება შესაძლებელია Google-ის ანგარიშის უსაფრთხოების გვერდიდან, ხოლო კომპიუტერში შენახული მონაცემები იშლება გაფართოების წაშლისას.
10. Google-ის მონაცემების გამოყენება
Google-ის API-ებიდან მიღებული ინფორმაციის გამოყენება შეესაბამება Chrome Web Store-ის მომხმარებლის მონაცემების პოლიტიკას, მათ შორის „Limited Use" მოთხოვნებს.
11. ცვლილებები და კონტაქტი
არსებით ცვლილებებს წინასწარ გამოვაქვეყნებთ ამ გვერდზე. სერვისს აწვდის „ჰოუმ გრაბი“, ს/კ 400453656. კითხვებისა და მოთხოვნებისთვის: [email protected], +995 575 77 81 42, ან Chrome Web Store-ის გვერდი: Home Grab.
Privacy policy
Last updated: 21 October 2026 · applies to HomeGrab v1.0.20 and later; error reports (§6) from v1.0.23; the cookies permission from v1.0.27.
In short. Listing data is written only to your own Google Sheet in your own Google Drive. Addresses, photos, owners' phone numbers and descriptions are never sent to HomeGrab's server. When a transfer or publish fails, the extension sends a technical error report so we can fix it (see Error reports below); it holds no personal data and you can turn it off in settings. HomeGrab's server otherwise keeps only what it needs to run your account, plan and payments. Card details are entered on Bank of Georgia's secure page and never reach us. We do not sell data or use it for advertising.
HomeGrab signs you in with Google OAuth 2.0 and requests exactly four scopes:
drive.file (only files the extension created — your “HomeGrab
Tracker” sheet), openid, profile and email.
It requests seven Chrome permissions (identity, storage,
alarms, notifications, scripting,
tabs, cookies), runs only on ss.ge, home.ss.ge, static.ss.ge, www.myhome.ge,
statements.myhome.ge, api-statements.tnet.ge, static-statements.tnet.ge,
static.my.ge and googleapis.com, and connects to HomeGrab's server
(homegrab-api.usectl.com) and, when you pay, Bank of Georgia's
payment page.
cookies reads your own myhome.ge login cookie in your browser, so the
extension can ask MyHome's “my statements” list which of your ads went live and
write its number to your Google Sheet. The cookie is sent only to MyHome's own API
(api-statements.tnet.ge), never to HomeGrab's server, and is not stored anywhere.
HomeGrab's server stores: your Google account ID, email and name; a random device ID created on install (not a hardware identifier), the extension version and when you last used it; when the extension was first installed on this computer and whether it was used before the paid version (dates and a yes/no only, for free-trial eligibility); a backup of your settings (agent name, price addition, area rounding, amenity preset, city, theme); your trial dates, plan, period, status and accepted terms version; payment records (bank order number, amount, status, payment method, the card's last 4 digits and expiry, and the bank's confirmation, never the full card number); and a log of administrator actions on your account. The description text you type stays on your computer only.
Not stored: listing contents (except the technical fields of an error report, below), owners' phone numbers, your ss.ge or myhome.ge passwords, full card numbers, browsing history.
Error reports (from v1.0.23). When a transfer, form fill or publish fails, or the extension hits an unexpected error, it sends a technical report to HomeGrab's server, used only to find and fix errors. Successful transfers are recorded too (sites, step, outcome, duration and the listing's ID), so we know how often errors happen. A report contains: which site to which, the step, the outcome, the duration and the source listing's ID on the site; the site's (ss.ge / myhome.ge) error code and message; the technical fields of the form, codes and numbers only (property and deal type, city, district and street codes, price, currency, area, room count), the photo count and which fields were left to fill by hand; the type of your ss.ge / myhome.ge account (e.g. individual or agent) and its number of active listings, with no account name, email or number; the extension's error message and code location, the name of a form field it could not find, the extension and Chrome versions and the operating system; and your HomeGrab account and device IDs, so we can answer you about a specific listing. Never sent: owners' names and phone numbers, your own phone number, description text, exact address, coordinates, photos, or ss.ge / myhome.ge login data (cookies, tokens); the extension removes them before sending. Reports are kept for 90 days, then deleted; only error totals remain, not linked to any account. Reporting is on by default and can be turned off in the extension's settings (“Send error reports”); once off, nothing more is sent, including reports not yet sent.
Shared with: Bank of Georgia (payment processing) and usectl (hosting). Account data is kept while your account is active and error reports for 90 days; request deletion at [email protected] and we delete it within 30 days, except payment records kept as long as Georgian law requires.
The use of information received from Google APIs will adhere to the Chrome Web Store User Data Policy, including the Limited Use requirements.
Provided by „ჰოუმ გრაბი“ (HomeGrab), company ID 400453656 · [email protected] · +995 575 77 81 42