როგორ დაგეხმაროთ?
მოგვწერე WhatsApp-ზე ან ელფოსტაზე — ან ჯერ ნახე ქვემოთ ყველაზე ხშირი შემთხვევები.
რომ სწრაფად მოვაგვაროთ, გამოგვიგზავნე:
- განცხადების ბმული;
- რომელ საიტზე გადაგქონდა — ss.ge თუ myhome.ge;
- სქრინშოტი და რას დააჭირე.
სწრაფი გადაწყვეტები
ღილაკები არ ჩანს
HomeGrab მუშაობს კონკრეტული განცხადების გვერდზე — საძიებო შედეგებიდან ან სიიდან ჯერ გახსენი ერთი განცხადება.
შესვლა ss.ge-ზე და myhome.ge-ზე
HomeGrab იყენებს სესიას, რომელშიც უკვე შესული ხარ. თუ სესია ამოიწურა, შედი ანგარიშზე თავიდან და სცადე ისევ. myhome.ge-ზე შესვლის გარეშე MyHome დღეში მხოლოდ 5 ნომერს აჩვენებს — დანარჩენი ცხრილში დაფარული ჩაიწერება.
ზოგი ველი ვერ შეივსო
ასეთი ველები ყვითელ პანელში ჩანს: „ეს ველები ვერ შეივსო — დააჭირე და გადახვალ ველზე". შეავსე ისინი ხელით და მერე გამოაქვეყნე.
სხვა კომპიუტერზე გადასვლა
HomeGrab-ის ერთი ანგარიშით ერთდროულად ორ სხვადასხვა კომპიუტერზე სარგებლობა შეუძლებელია. ახალ კომპიუტერზე HomeGrab-ში ავტორიზაციისას, ძველ კომპიუტერზე აქტიური სესია ავტომატურად გაითიშება.
გამოქვეყნება შენზეა
HomeGrab ფორმას ავსებს და ჩერდება. გადახედე, დააჭირე გამოქვეყნებას — ID ცხრილში ავტომატურად ჩაიწერება.
გვერდი არ რეაგირებს
განაახლე გვერდი ბრაუზერის ↻ ღილაკით (მისამართის ველის მარცხნივ) და სცადე ისევ. თუ არ გამოვიდა — მოგვწერე.
გამოწერა და გადახდა
7 დღე უფასოდ
ახალ მომხმარებელს 7-დღიანი უფასო საცდელი პერიოდი ეძლევა, ბარათის გარეშე — ერთხელ, ერთ Google ანგარიშზე.
გაუქმება
ავტომატურ განახლებას შეძენისას თავად ირჩევ. გამორთვა ნებისმიერ დროს შეგიძლია, გაფართოებაში: პარამეტრები → ავტომატური განახლება. HomeGrab მუშაობს გადახდილი პერიოდის ბოლომდე, ახალი თანხა აღარ ჩამოიჭრება.
თანხის დაბრუნება
ნაწილობრივ გამოყენებული პერიოდი არ ბრუნდება. სრულად ვაბრუნებთ, თუ თანხა ორჯერ ჩამოგეჭრა, ჩამოიჭრა გაუქმების შემდეგ, ან ჩვენი ხარვეზის გამო ვერ ისარგებლე. მოგვწერე [email protected]ზე ჩამოჭრიდან 48 საათის განმავლობაში.
გადახდა
გადახდა ხდება საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე — ბარათით, Apple Pay-ით ან Google Pay-ით. ბარათის მონაცემებს ჩვენ ვერ ვხედავთ.
შეცდომების ტექნიკური ანგარიში პირად მონაცემებს არ შეიცავს; გამორთვა: პარამეტრები → „შეცდომების ანგარიშის გაგზავნა". კონფიდენციალურობის პოლიტიკა